რძის გადამამუშავებელი საწარმო „ზეკარი“ დაარსდა 2016 წელს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებით.
პროდუქცია ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთაა,რადგან ნედლეული მის დასამზადებლად მარაგდება მიმდებარე სოფლების მოსახლეობიდან და მცირე მეცხოველეობის ფერმებიდან. პროდუქციის დამზადების პროცესში არ გამოიყენება კონსერვანტები და გენმოდიფიცირებული დანამატები.
კომპანია აღჭურვილია ახალი თაობის დანადგარებით და ადგილზე ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია, რომელიც რძის და რძის პროდუქტების ხარისხს აკონტროლებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჰიგიენას და უსაფრთხოების წესების დაცვას.
„ზეკარი“ რამდენიმე სახეობის უმაღლესი ხარისხის ქართულ ყველს აწარმოებს. ჩვენი კომპანია ორიენტირებულია ნატურალური რძის პროდუქციის წარმოებაზე.