„ზეკარი“ ღვინის წარმოების ქართულ ტრადიციებს მისდევს და ამავდროულად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. კომპანიამ 2016 წელს ააშენა ღვინის ახალი საწარმო, დაამონტაჟა ყურძნის გადამამუშავებელი თანამედროვე დანადგარები და დააწესა ხარისხის კონტროლის მკაცრი სისტემა.
„ზეკარი“ ფლობს საკუთარ ვენახებს - ხარაგაულში, ზესტაფონსა და თერჯოლაში. იწარმოება - ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ოცხანური საფერე.
ჩვენი მიზანია, ქვეყანას გავაცნოთ ღვინის მოხმარების ქართული და ევროპული კულტურა. აქვე ფუნქციონირებს პატარა სასტუმრო, რომელიც მასპინძლობს ტურისტებს და ქართული მეღვინეობით დაინტერესებულ ყველა სტუმარს.