Blog Image
  • თებერვალი 7, 2022
სახელმწიფოს მხარდაჭერა

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შპს „ზეკარი“ სახელმწიფოს მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

„ზეკარს“ მოპოვებული აქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო გრანტი – 20 000 აშშ დოლარი. აგრეთვე, მიცემული აქვს შეღავათიანი აგროკრედიტი – 250 000 აშშ დოლარი.

კომპანია დღეში 10 ტონა რძეს ამუშავებს, აწარმოებს სამი სახის ყველს და პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახორციელებს. დასაქმებული ჰყავს 17 ადამიანი.