Blog Image
  • იანვარი 28, 2022
USAID დაფინანსება

შეერთებული შტატები, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) „Food for Progress” პროგრამის საშუალებით, საქართველოს რძისა და საქონლის ხორცის სექტორებისა და სურსათის უვნებლობის სისტემების გაძლიერებას უჭერს მხარს.

28 იანვარს ელჩი კელი დეგნანი ეწვია თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში არსებულ „ზეკარის“ რძის გადამამუშავებელ ქარხანას და გაეცნო, თუ როგორ დაეხმარა USDA-ს პროგრამა საწარმოო პრაქტიკების გაუმჯობესებას.

USDA-ს ტექნიკური დახმარებით „ზეკარს“ შეუძლია უვნებელი პროდუქტების წარმოება საფრთხეების ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების მართვის სისტემის დანრგვით. დაფინანსებით შეძენილი ახალი ტექნიკა ბიზნესს გახდის სტანდარტებთან უფრო შესაბამისსა და წარმატებულს საერთაშორისო ბაზრებზე.